გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 310
სიახლეები
აგვისტოს ომთან მიძღვნილი ღონისძიება 8 აგვ, 2017
9 წელი გავიდა იმ საზარელი მოვლენების შემდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის სახელით შევიდა. ომმა 30 ათას ადამიანს ბედად დევნილობა არგუნა და ასეულობით

ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2008 წლის შემდეგ ყოველ 8 აგვისტოს – ომის დაწყების დღეს–განსაკუთრებული გულისტკივილით და ემოციებით ვხვდებით.

ომიდან 9 წლის თავზე ახალგორის მუნიციპალიტეტმა აგვისტოს ომის გმირის ლევან მიდელაშვილის მემორიალთან ღონისძიება ჩაატარა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ბალაშვილმა გმირის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი,მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერაძე, ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მადონა ჯიქია.

სტუმრებმა სიტყვით მიმართეს დაღუპილის მშობლებს, ახლობლებს და მოსახლეობას, გამოხატეს დიდი გულისტკივილი, მხარში დგომა და პატივი მიაგეს 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ ლევან მიდელაშვილის ხსოვნას.

ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ასევე გვირგვინით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო.


ეუთოს წარმომადგენლები წეროვანში 28 სექ, 2017
წეროვანის #3 საჯარო სკოლაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს, დევნილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ...
შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან 19 სექ, 2017
19 სექტემბერს ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს შორის. შეხვედრაზე ...
2017-2018 სასწალო წელი დაიწყო 15 სექ, 2017
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ! დღეს წეროვანისა და ახალდაბა-ფრეზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის ...
წეროვანში იგეგმება სასათბურე მეურნეობის მშენებლობა 14 სექ, 2017
დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის შალვა გივიშვილის ინიციატივით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო ...
წმინდა ნინოს ბარელიეფის მშენებლობა წეროვანში 7 სექ, 2017
ახალგორის მუნიციპალიტეტის ინიცირებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში (დასახლების შემოსასვლელში) მიმდინარეობს წმინდა ნინოს, როგორც ქრისტიანობის შემომტანის ...
სორბონას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სტუმრად წეროვანის დევნილთა დასახლებაში 7 სექ, 2017
დღეს 7 სექტემბერს წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვია სორბონას უნივერსიტეტის 26 პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ-მუშაკი. გაიმართა შეხვედრა ახალგორის მუნიციპალიტეტის ...
,,ძალა ერთობაშია'' 7 სექ, 2017
6 სექტემბერს სოფელ ფრეზეთის ჩასახლებისათვის განკუთვნილი საშეშე მასალის დროულად ათვისების მიზნით მოეწყო ,,შაბთობა''. დაახლოებით 1 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ...
8 აგვისტო 7 აგვ, 2017
8 აგვისტოს ომის გახსენების ღონისძიება 1. ღონისძიების დასაწყისი - წეროვანის დევნილთა დასახლების გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00 2. გვირგვინის მიტანა ლევან ...
1 2 3 4 5 6

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით