საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები

N1–090
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31–ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდეს კონკურსი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 აპრილის #69 დადგენილებით.

მუხლი 1. საერთო მოთხოვნები

ა) კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას;

ბ) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–17 მუხლით დადგენილი პირები;

მუხლი 2. დამატებითი მოთხოვნები პროფესიული

ცოდნისა და გამოცდილების სფეროში

ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (ბაკალავრის, მაგისტრის ან

მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონის დამადასტურებელი

დოკუმენტი);

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. ავტობიოგრაფია, CV;

4. სამედიცინო–ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

ბ) კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს „საქართველოს კონსტიტუციის“, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“, „შრომის კოდექსის“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ , ევროპული ქარტიის სათანადო ცოდნა;

მუხლი 3. დამატებითი მოთხოვნები ზოგადი

პროფესიული უნარების სფეროში

ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) კონკურსის მონაწილეს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიტერული პროგრამების Windows, Word, Excel, internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

3. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 420 ლარს;

4. კანდიდატის მიერ განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვროს 15 დღით, რომელიც აითვლება ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებიდან .

5. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მისამართია: მცხეთის რაიონი, წეროვანის დევნილთა დასახლება, ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა;

ახალგორის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ავთანდილ ყოჩიშვილი

N1–091
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ

#1–144
2013 წლის 24 ივლისი მაია დოლიშვილის შესახებ

ბრძანება #1-004 (28 იანვარი-2015)
ახალგორის მუნიციპალიტეტის წეროვანის დევნილთა დასახლებაში სკოლამდელ-სააღმრზდელო დაწესებულებაში(ბაგა-ბაღში) მონიტორინგის ჩატარებისათვის დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

ბრძანება #1-006 (10 თებერვალი-2015)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის1დეკემბრის #1-169 და 2011 წლის ი ივნისის #1-ო82 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ

 

ბრძანება # 1-026
ახალგორის მუნიციპალიტეტის მუდმივად მცხოვრებ პირთა რაოდენობის დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ