მოსახლეობა

მოსახლეობა

ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა — 7,6 ათასი კაცი (2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით). ამჟამად მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია 2008 წელს აგვისტოში რუსეთის მიერ ახალგორის ოკუპაციის გამო და წეროვანის დევნილთა ქალაქში ცხოვრობს; მუნიციპალიტეტში 117 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 116 სოფელი. მუნიციპალიტეტის ძირითადი სოფლებია:  იკოთი,  კორინთა, ყანჩავეთი, ქვემო ზახორი, ლარგვისი, დორეთკარი, ქარჩოხი.