გამგებლის მოადგილე

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა გელა გივის ძე შერმადინი.
დაბადებული 1972 წლის 15 მაისს ახალგორის რაიონის სოფელ ლარგვისში. 1978 წელს სწავლა დაიწყო ლარგვისის საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა წარჩინებით 1989 წელს.
1990 წელს ჩაირიცხა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის ინჟინერ-მიწათმოწყობის სპეციალობაზე, დაასრულა 1995 წელს.
სამუშაო გამოცდილება
1995 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა ახალგორის რაიონის მიწის კადასტრის განყოფილების უფროსად. 1997 წლის 1 მარტიდან გადაყვანის წესით დაინიშნა ახალგორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად. 2004 წლის 1 სექტემბრიდან განთავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
2004 წლის 2 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად.
2014 წლის 13 თებერვლიდან პარალელურად ასრულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას.
ყავს მეუღლე და სამი შვილი.