გამგებელი

 

ნუგზარ თინიკაშვილი — ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი

ნუგზარ თინიკაშვილი დაიბადა 1966 წელს ახალგორის რაიონის სოფელ თინიკაანში.

საშუალო განათლება მიიღო ლარგვისის საშუალო სკოლაში,ხოლო უმაღლესი განათლება-საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (ეკონომიკური ფაკულტეტი).

1987 წელს აირჩიეს ქარჩოხის საკრებულოს გამგებლად,შემდეგ სოფლის მეურნეობის სამართველოს უფროსად.ამის შემდეგ იგი სამუშაოდ გადადის მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში გუბერნატორის მთავარ მრჩევლად.

1997წელს ნუგზარ თინიკაშვილი ინიშნება ახალგორის რაიონის გამგებლად. ამ პოსტზე მან იმუშავა 2001 წლის ბოლომდე,შემდეგ კი გადაიყვანეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილედ.ბოლოს მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოადგილედ.

2014 წლის თებერვლიდან ინიშნება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლად.